ზურაბ ჯაფარიძე - რა პოზიციაზეც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა რეჟიმთან დაპირისპირებაში

ავტორი
Front News საქართველო
ალიანსის პოზიციები არის პრობლემა რეჟიმისთვის, რაც აჩვენებს იმას, რომ რა პოზიციაზეც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა რეჟიმთან დაპირისპირებაში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ფედერალისტებს" გაცხადებული ჰქონდათ, რომ ისინი მაინც არ აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და ამ მხრივ, არაფერი შეიცვლება.
"ალიანსის პოზიციები არის პრობლემა რეჟიმისთვის, რაც აჩვენებს იმას, რომ რა პოზიციაზეც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა რეჟიმთან დაპირისპირებაში - ეს არის რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არმიცემა, ეს არის პროტესტის გაზრდის ყველანაირი მცდელობა და ეს არის გარედან წნეხის გაზრდა. ეს ყველაფერი არის პოზიციები, რომლებიც მათ აღიზიანებთ, რომლისაც მათ ეშინიათ და ყველა, ვინც ამ პოზიციას იზიარებს და ცხადია, "ფედერალისტები" ამ პოზიციაზე იყვნენ თავიდანვე, მათთვის არის პრობლემა.
"ფედერალისტებს" გაცხადებული ჰქონდათ, რომ ისინი მაინც არ აპირებდნენ რაღაც მასკარადში მონაწილეობას, რომელსაც "ოცნება" არჩევნებს ეძახის, ამიტომ, მე არ მგონია, რომ არსებითად შეიცვალოს რამე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს, რომელშიც გაზრდილი იქნება პარტიების ჩამონათვალი, კერძოდ, დაემატება პარტია "ფედერალისტები".
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




