
ავტორი
Front News საქართველო
ქართულ ფეხბურთს რომ შეხედავ, არ გყავს ბარსელონა და არ გყავს მანჩესტერი, არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ქართულ პოლიტიკაში გეყოლება ბარსელონა და მანჩესტერ-იუნაიტეტის მოთამაშე – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რა ქვეყანაც არის, ისეთი პოლიტიკური სპექტრია, მთავარი პრობლემა ხალხშია, რომელიც ისევ ბელადს, მეფეს ეძებს.
“რა ქვეყანაც არის, ისეთი პოლიტიკური სპექტრია. ქართულ ფეხბურთს რომ შეხედავ, არ გყავს ბარსელონა და არ გყავს მანჩესტერი, არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ქართულ პოლიტიკაში გეყოლება ბარსელონა და მანჩესტერ-იუნაიტეტის მოთამაშე. არა გყავს, რაცა ვართ ეგა ვართ. ჩემს თავზეც ვლაპარაკობ, სხვების კრიტიკა რომ არ გამომივიდეს, ასეთი ქვეყანა ვართ. რა დონეც არის ყველა სხვა მხრივ, იგივე დონე არის ქართულ პოლიტიკაშიც.
მთავარი პრობლემა ადამიანებშია, ხალხშია, რომელიც ბელადს ეძებს ისევ, მეფეს ეძებს, ამ ადამიანებისთვის ასახსნელია, რომ მათი არასწორი პოლიტიკური დაკვეთების ბრალია, მათ შორის ის რეალობა რა რეალობაშიც ჩვენ ახლა ვართ. მაგის საწინააღმდეგო, მე რა ინსტრუმენტიც მაქვს – ეს არის ლაპარაკი. რასაც ვუყურებ, რითაც არის დაკავებული პოლიტიკური სპექტრი, მედია, რა თემებიც ტრიალდება, ჩემი აზრით, ძალიან აცდენილია ყველაფერს”, – განაცხადა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს