ზურაბ ჯაფარიძე - რატომ დააკავეს, სინამდვილეში, ხომ გასაგებია? აკეთებდა სწორ რაღაცას, არჩეული ჰქონდა ერთადერთი სწორი გზა


ავტორი
Front News საქართველო
რამდენ ხანს დატოვებენ ციხეში, მაგას ვერავინ გვეტყვის, შეიძლება გადააგორონ 4 ოქტომბერი და მერე რამდენიმე თვეში გამოუშვან, შეიძლება ახალი ბრალდება დააწიონ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა დაკავებულმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის დაკავება ხელისუფლების შიშს უკავშირდება.
"ცხადია, რომ თავიდან ბოლომდე სისულელეა, ეს შეუძლებელია პოლიტიკოსის მიერ ბიუჯეტიდან გაცემული რაიმე ტიპის დაპირება რაიმენაირად იყოს ქრთამი. ქრთამი იყო, როდესაც "ქოცები" ივანიშვილის ფულით დაჰპირდნენ მოქალაქეებს წლების წინ საარჩევნო ხმების სანაცვლოდ სესხების გასტუმრებას, მიუხედავად იმისა, რომ მერე დიდი ნაწილი "გადააგდეს" და რაღაც ნაწილს გაუსტუმრა, ეს იყო კლასიკური ქრთამი. საკუთარი ჯიბიდან ადამიანებს დაჰპირდა სესხების დაფარვას, ბიუჯეტიდან რაიმე პროგრამის შესრულებას კი არა, საკუთარი ჯიბიდან.
მაშინდელი მთელი "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა ივანიშვილის ჩათვლით დასაჭერია მაგის გამო.
რატომ დააკავეს, სინამდვილეში, ხომ გასაგებია? ყველა უყურებდა, რასაც აკეთებდა - აკეთებდა სწორ რაღაცას, არჩეული ჰქონდა ერთადერთი სწორი გზა - რაც შეიძლება ბევრი ხალხი ქუჩაში და ამბობდა, რომ მე მჯერა, 4-ში იმდენი შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში, რომ რეჟიმი ჩამოიშალოსო და ცხადია, ამის გამო დააკავეს. ამისი ეშინიათ, სინამდვილეში, ძალიან ბევრი ადამიანის.
რამდენ ხანს დატოვებენ ციხეში, მაგას ვერავინ გვეტყვის, შეიძლება გადააგორონ 4 ოქტომბერი და მერე რამდენიმე თვეში გამოუშვან, შეიძლება ახალი ბრალდება დააწიონ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მთავარია, გვესმოდეს, რახან ხაბე დააკავეს, ეს არის სწორი გზა.
ამოცანა არის რეჟიმის დამთავრება. ამას მივაღწევთ ხვალ, 13-ში, მივაღწევთ ამას 27-შიც, მივაღწევთ და მოვიგებთ 4-შიც. ეს არის გასაკეთებელი, ყველაფერი სხვა არის ხალხის მოტყუება. ამათი ჩამოშლის ერთადერთი გზა არის - ყველანი ქუჩაში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "ფორმულასთან" საუბრისას.
11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს