
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა ივანიშვილს უთხრა, რომ მორჩა, კანდიდატის სტატუსის იქით საქართველო დასავლეთისკენ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანდ უნდა დამთავრდეს და “გაასუფთავე” დასავლური გავლენისგან საქართველო, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ ივანიშვილი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას არ ცდილობს, ეს დასავლეთშიც დაინახეს.
“ივანიშვილს მარტო ძალაუფლების შენარჩუნება რომ უნდოდეს და ეს არ იყოს თავიდან ბოლომდე რუსული ამბავი, ამას ძალიან მარტივად გააკეთებდა. რუსეთმა ივანიშვილს უთხრა, რომ მორჩა, კანდიდატის სტატუსის იქით საქართველო დასავლეთისკენ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანდ უნდა დამთავრდეს და “გაასუფთავე” დასავლური გავლენისგან საქართველო. ამ შინაარსის იყო “რუსული კანონის” მიღება, რაჟდენ კუპრაშვილის შემოტრიალება და ოპოზიციური პარტიების დევნა, მათ შორის, პირად ანგარიშებზე შემოძრომა. ზუსტად იგივე გზაა, რაც რუსეთში, რომ საქართველოში რაღაც დროის მერე აღარ უნდა იყოს აღარც სამოქალაქო სექტორი, აღარც კრიტიკული მედია და აღარც ოპოზიციური პარტიები.
რამაც დაანახა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ეს საერთოდ სხვა გზა და რუსული ხელისუფლებაა, არის ის, რომ გაიაზრეს, ეს ქმედებები არ არის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების საქმე, არამედ კიდევ სხვა რაღაც ხდება”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს