
ავტორი
Front News საქართველო
რუსულ რეჟიმს არ უნდა ძალაუფლება დაკარგოს და როდესაც რუსეთი მოძლიერდება, საქართველო აღმოჩნდეს მარტო ამ ჩრდილოელ მონსტრთან და გადაგვყლაპოს ისე, როგორც ეს მომხდარა ისტორიის მანძილზე არაერთხელ, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
“შეწყვეტილია ევროინტეგრაციის პროცესი და ვდგავართ ერთ ადგილას. ამის მიზეზი ერთი მხრივ, რუსული კანონის მიღებაა და მეორე მხრივ, ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 პუნქტის არშესრულება და იგნორირებაა.
ეს ხდება იმის გამო, რომ რუსულ რეჟიმს არ უნდა ძალაუფლება დაკარგოს და მეორე მხრივ, იმიტომ, რომ სტრატეგიული ამოცანა აქვთ, საქართველო მოაქციონ იზოლაციაში დასავლური, ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსგან, რომ საბოლოო ჯამში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც რუსეთი მოძლიერდება საქართველო აღმოჩნდეს მარტო ამ ჩრდილოელ მონსტრთან და გადაგვყლაპოს ისე, როგორც ეს მომხდარა ისტორიის მანძილზე არაერთხელ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს