
ავტორი
Front News საქართველო
საჭიროა ხელისუფლების შეცვლა, ისეთი ღია ფანჯარა, როგორიც დღეს აქვს საქართველოს ევროპაში, არასოდეს ჰქონია, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უნდა შესრულდეს ის 9 რეკომენდაცია, რომელზეც “ქართულ ოცნებას” უარი აქვს გამოცხადებული.
“საჭიროა იმ რეფორმების შესრულება, რომელზეც “ქართულ ოცნებას” საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ამის შესრულებას არ აპირებს, საუბარია 9 პუნქტზე. გასაკეთებელია ის, რომ ხელისუფლებაა შესაცვლელი, ამის შესაძლებლობა გვაქვს ოქტომბრის ბოლოს და ამ რეფორმების გატარება შესაძლებელია სწრაფად. ისეთი ღია ფანჯარა, როგორიც დღეს აქვს საქართველოს ევროპაში, არასოდეს ჰქონია”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ევრორეკომენდაციებსა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს