
ავტორი
Front News საქართველო
საუბარი გვაქვს გვარამიასთან, “ლელოსთან”, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან . კარგია, რომ კონსულტაციები მიდის. მე, ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსოლიდაციაზე არ საუბრობენ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, თუმცა სხვა საკითხებთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობის ფორმატები არსებობს.
“საუბარი გვაქვს როგორც ნიკა გვარამიასთან, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. “ლელოსთან” სულ გვაქვს კომუნიკაცია, ხან ვის ველაპარაკებით, ხან ვის, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის. კარგია, რომ კონსულტაციები მიდის. მე, ნიკა გვარამიას, მათ შორის ელენეს, გვჯერა, რომ საბოლოო ჯამში კონსოლიდაციაში არის გამოსავალი, მაგრამ ვნახოთ.
“ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსოლიდაციაზე საუბარი არ გვაქვს, მაგრამ არის ფორმატები, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვთანამშრომლობთ. ნიკა მელიასთან ჯერ კომუნიკაცია არ გვქონია, რაც მათგან მოვისმინე, ისინი აპირებენ, ჯერ პარტია დააფუძნონ და მერე დავიწყებთ საუბარს, მომავალ გეგმებზეო, შესაბამისად, ჩვენც ველოდებით”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს