Logo

ზურაბ ჯაფარიძე – შუაში რა არის, მადაგასკარი? სად მიდიხარ შუაში? აქეთ არის ევროპა, იქეთ რუსეთი

პოლიტიკა
1125
Frontnews image description

თვალთმაქცობა მგონია მესამე პოლუსზე ლაპარაკი,  აქეთ არის ევროპა, იქეთ არის რუსეთი, მესამე რა არის, მადაგასკარი?  – აცხადებს  “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

 

მისი თქმით, ამომრჩეველს “ნაცის” იარლიკის მიწებების საფრთხით ვერ შეაშინებენ. 

 

“თუ საუბარია იმაზე, რომ რაღაც მესამე პოლუსი იმიტომ უნდა გააკეთო, რომ ნაცის იარლიყი არ მოგხვდეს, იქეთა პროპაგანდა ისე მუშაობს, ნაცი მაინც ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი ამომრჩეველი ამით არ ტყუვდება. 

 

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ იქეთ არის პრორუსული ხელისუფლება, რომელიც მზადაა რუსეთთან ითანამშრომლოს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და მიზანმიმართულად ანგრევს ქვეყნის ევროპული მომავალს, მაშინ აქეთ არის ძალა, არა მხოლოდ პარტიები, ყველა ის ადამიანი, ვისაც უნდა ევროპული მომავალი. მორჩა, წერტილი. მესამე რა არის, შუაში რა არის მადაგასკარი? სად მიდიხარ შუაში? აქეთ არის ევროპა, იქეთ რუსეთი, არ არსებობს სხვა პოლუსი!  ამიტომ ვამბობ, რომ მეთვალთმაქცურება ეს მესამე პოლუსი. შედიხარ პარლამენტში და მერე რას შვები? მაინც კოალიცია უნდა გააკეთო, რომ ეს ხელისუფლება სახლში გაუშვა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

მისივე თქმით, იმედი უნდა დაუბრუნდეს ხალხს, რადგან ადამიანები ქვეყანას ძირითადად უპერსპექტივობის გამო ტოვებენ. 

 

“ხალხი ქვეყნიდან გარბის არა იმიტომ რომ არა ღარიბები ვართ, არამედ იმიტომ რომ იმედი არ ჩანს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები