
ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, ეს დღე გარდაუვალად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.
“არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა, თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ. სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი.
ესაა დღეს მინიმუმის მინიმუმი, ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ.
5 თვე გვექნება ამისთვის”, – წერს ჯაფარიძე.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს