Logo

ზურაბ ჯაფარიძე - თითქოს მეუბნებიან, პასპორტი კი ჩამოგართვით, მაგრამ თუ წახვალ ქვეყნიდან, იცოდე, რომ პრობლემას არ შეგიქმნით

პოლიტიკა
193
Frontnews image description

პასპორტი და პირადობა ჩამომართვეს, მაგრამ ოღონდ ქვეყნიდან წავიდე და ვგრძნობ, პრობლემას არ შემიქმნიან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც დაჭერილი იყო, ან ისევ არის, ამ დაჭერებით მიანიშნეს, რომ ან უნდა გაჩერდნენ, ან კი ქვეყნიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"რეალურად გვითხრეს ის, რომ ან უნდა გავჩუმდეთ და გავჩერდეთ, ან ქვეყნიდან უნდა წავიდეთ და მაგ შემთხვევაში არანაირი 7 და 15 წელი არ იქნება. თუმცა, თუ არ გავჩერდებით და არც ქვეყნიდან არ წავალთ, 7-დან 15 წლამდე გვემუქრება. გაგვასინჯეს რა არის ციხე, ახლა კი გვასინჯებენ, რა კარგია თავისუფლება. ჩემ შემთხვევაში ძალიან იგრძნობა, პასპორტი ჩამომართვეს, პირადობა ჩამომართვეს, მაგრამ ვგრძნობ, რომ თითქოს მეუბნებიან, ეს კი ჩამოგართვით, მაგრამ თუ დაგჭირდა, იცოდე, რომ პრობლემას არ შეგიქმნით. ანუ თუ წახვალ ქვეყნიდან და დაიქნევ ხელს, მაგ შემთხვევაში, პრობლემას არ შეგიქმნითო", - განაცხადა ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები