Logo

ზურაბ ჯაფარიძე – ცხადია, პერსონალურ სანქციებზე იყო საუბარი

პოლიტიკა
612
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსან ერიკა ოლსონთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა. 

 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოლსონთან შეხვედრას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია  ესწრებოდა, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა”. მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან  შეხვედრა ცალკე დღესვე გაიმართება. 

 

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა და მიტაცებული არჩევნები იყო.

 

“ჩვენ ვესაუბრეთ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, არჩევნები თუ ცხადია, საუბარი იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკაშირებულ სიტუაციაზე. ყველაფერზე საქმის კურსში არიან. ჩემი მხრიდან ვუთხარი, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი, რა ნაბიჯები შეიძლება იყოს გადმოდგმული მათი მხრიდან. ის, რომ საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე, რა ხდება ქვეყანაში, მათ შორის იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ ეს ქვეყანა გადაიყვანა ევროატლანტიკური გზიდან, ეს არის ერთი გზა ზეწოლის და მეორე, ესაა სანქციები. ცხადია, პერსონალურ სანქციებზე იყო საუბარი. თქვეს, რომ რთულ პოზიციაში არიან და ჭირდებათ გზავნილების დაბალანსება, რადგან ქვეყნის მეგობრები არიან და ქვეყნის ინტერსები არ დააზიანონ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები