Logo

ზურაბ ჯაფარიძე - უკვე მესამე სხდომაა პროკურატურისგან ვითხოვთ, კონკრეტულად გვითხრან ამ 45 ტომიდან, მასალის რომელი გვერდი მეხება მე

პოლიტიკა
160
Frontnews image description

უკვე მესამე სხდომაა პროკურატურისგან ვითხოვთ, კონკრეტულად გვითხრან ამ 45 ტომიდან, მასალის რომელი გვერდი მეხება მე, ზურა-გირჩი ჯაფარიძეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ  სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის.

"უკვე მესამე სხდომაა პროკურატურისგან ვითხოვთ, კონკრეტულად გვითხრან ამ 45 ტომიდან, მასალის რომელი გვერდი მეხება მე, ზურა-გირჩი ჯაფარიძეს. რომ ვიცოდე - 45-ე, 87-ე, 330-ე, სიტყვაზე, ამ ტომების ეს გვერდები არის ჩემი ამბავი და უნდა მივხვდე, აქ რაც წერია, ამას მედავებიან. არ აკეთებენ ამას და გვეუბნებიან, რომ არა, ამის გაკეთება არ შეიძლება. არანაირი მტკიცებულება არ არის, 80% შიგნით რაც არის, არის რაღაც მასალები, სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პირების დაკითხვის, ჩხრეკის ოქმები, მათი პირადი ანგარიშები. სატელეფონო რაღაც ამონაწერები, საერთოდ, რა შუაშია ვერ გაიგებ. დანარჩენი 20% არის ჩვენი რაღაც სატელევიზიო გამოსვლები, დედაენის ბაღში ჩემი გამოსვლები, რომელიც ჩუმად აქვთ გადაღებული და ფარულ ჩანაწერებად გაკეთებული, რომელიც არის 2021-2022 წლების და ვაპროტესტებ 2020 წელს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და საერთოდ არაფერ შუაშია 2024 წლის მოვლენებთან“, - განაცხადა ზურაბ  ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესი დასრულდა. გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები