
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა გვეხმარებოდა სულ, ჩვენ გვერდით იდგნენ, ჩვენ გვერდით იხოცებოდნენ, – ასე უპასუხა “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მამუკა მდინაძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.
“უკრაინიდან მიღებული იარაღით 2008 წელს რუსული თვითმფრინავებია ჩამოყრილი. რაც ჩამოიყარა, თითქმის ყველა ჩამოიყარა უკრაინული იარაღით. უკრაინა გვეხმარებოდა სულ, 1993 წელსაც გვეხმარებოდა, ჩვენ გვერდით იდგნენ, ჩვენ გვერდით იხოცებოდნენ. ახლა ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენო, ჩემი აზრით, უსინდისო ნაბიჭვრები არიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინამ 2008 წელს საქართველოს იარაღი მიყიდა.
“მადლობა უნდა ვუთხრათ უკრაინელებს, 2008 წელს რომ მოგვყიდეს იარაღი, ოღონდ, კონტექსტი ისეთია, თითქოს ომის დღეებში გადმოგვცეს იარაღი, რაც ასე არ ყოფილა“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს