
ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერს ფარდა აქვს ახდილი და ზუსტად იციან თუ ვინ მართავს ამ ქვეყანაში პროცესებს და ვინ არის ამ ყველაფრის, ამ პრობლემების წყარო, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სანამ “რუსულ კანონს” უკან არ გაიწვევენ, ურთიერთობების გადატვირთვა ვერ მოხერხდება.
“მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ იყო ის, რომ ვერანაირი გადატვირთვა ვერ მოხდება მანამ, სანამ “რუსულ კანონს” არ წაიღებენ უკან და სანამ არ შეწყდება ანტიდასავლური პროპაგანდა.
ის, რომ თვითონ ივანიშვილი არ შეხვდა ნიშანდობლივია, თუმცა თავად სენატორებმაც რომ ამას ხაზი გაუსვეს, ეს აჩვენებს, რომ ყველაფერს ფარდა აქვს ახდილი და ზუსტად იციან თუ ვინ მართავს ამ ქვეყანაში პროცესებს და ვინ არის ამ ყველაფრის, ამ პრობლემების წყარო”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მან უარი განაცხადა.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს