Logo

ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
234
Frontnews image description

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

კომისიაზე გამოუცხადებლობას კიდევ ექვს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ედავებიან.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის გადახდაზეც მან უარი თქვა. 22 მაისს ჯაფარიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

Advertisement