Logo

ზურაბ ჯაფარიძის პროცესი ადვოკატებმა დატოვეს

პოლიტიკასამართალი
4 საათის წინ / 19:02
206
Frontnews image description

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა სხდომა დატოვეს.

როგორც ადვოკატებმა განმარტეს, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ  ვერ ხედავს დარბაზში მათი ყოფნის აზრს, რადგან სასამართლომ მისი ინტერესების დამცველების  არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მასთან შეთანხმებით მიიღეს სხდომის დატოვების გადაწყვეტილება.

"მოსამართლემ ჩვენს მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ყველა შუამდგომლობას, რომელსაც ისინი აყენებენ, აკმაყოფილებს. კიდევ გვაქვს შუამდგომლობები, ერთ-ერთია გირაოს გაუქმებაზე. არ გაჟღერებულა ჯერ, მაგრამ ფურცლებზე წავიკითხეთ, რომ ისინი პატიმრობას მოითხოვენ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. წულუკიანზე დაყენებული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, წულუკიანამდე ვერ მიდის ეს ამბავი, ვერ ბედავენ, აქვე ამბობენ უარს. სასამართლოს სხდომა აუცილებლად გაგრძელდება. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ გადადებენ, რომ აღარ უნდათ მეორედ საპოლიციო ძალების მობილიზება. ამ პოლიციელებმა და მოსამართლეებმაც იციან, რომ დღეს უნდა გადაწყვიტონ. ამ ხალხის მეორედ მობილიზების უნარი, თუ თავი აღარ აქვთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და პირველ რიგში, რუსთაველზე გასვლით.

"მთავარი ადრესატები ის ადამიანები არიან, ვინც რუსთაველზე გადიოდა და ახლა სახლში არიან. რუსთაველზე სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქვეყანას გარედან რომ შეხედავენ, წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მოსამართლემ სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა და ამ დროისთვის ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დაცვის გარეშე იმყოფება.

Advertisement