Logo

ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება

სამართალი
280
Frontnews image description

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება. 

მოსამართლის ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, რომ განაჩენამდე საბოლოო სიტყვით ისარგებლოს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ გაუხადა, რის შემდეგაც, მხარეებმა დასკვნით სიტყვები წარმოთქვეს. 

პროცესს თავად ზურაბ ჯაფარიძე არ დასწრებია.

ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. აღნიშნული თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთის ვადით ისჯება.

Advertisement