Logo

ზურაბ ქადაგიძე - პრემიერის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე!

პოლიტიკა
193
Frontnews image description

"ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "როცა ხელოვნურად გაბერილი ფასები და კარტელური გარიგებების კვალი იკვეთება, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს".

მისი შეფასებით, ძლიერი სახელმწიფო სწორედ იქ ჩანს, როცა უსამართლო სპეკულაციას აჩერებს და ხალხის ინტერესს იცავს.

"პრემიერის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე!

როცა ხელოვნურად გაბერილი ფასები და კარტელური გარიგებების კვალი იკვეთება, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს!

ეს ნიშნავს მომხმარებლის დაცვას, ჯანსაღ კონკურენციას და პასუხისმგებლიან ბაზარს. 

ძლიერი სახელმწიფო სწორედ იქ ჩანს, როცა უსამართლო სპეკულაციას აჩერებს და ხალხის ინტერესს იცავს!“ - წერს ქადაგიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები