Logo

ზურაბ ქადაგიძე - რასაც ვერ "აპრავებენ", იმას არარსებულად აცხადებენ, 4 ოქტომბერი ამ პოლიტიკური ნაგვის ქართული რეალობიდან გახვეტის დღედ უნდა იქცეს

პოლიტიკა
134
Frontnews image description

"რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? – ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია",- ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ  რადიკალური ოპოზიციის წევრები სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს დგას სწორ გზაზე და სადაც ყველაფერი "ფეიკია".

"რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? – ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია.

გუტერეში პირადად მადლობას უხდის საქართველოს მშვიდობისა და სტაბილურობის არჩევისთვის, ტრამპიც იმავე ღირებულებებზე საუბრობს, მაგრამ…

მათი „სამყარო“ სულ სხვაა:
•  რეალური ფოტო „ფოტოშოპია“;
• ტრამპის საზეიმო ვახშამზე ყოფნა – „იგნორია“;
• თვითონ ტრამპის 26 მაისის  მილოცვის წერილიც "ფეიკად" გაასაღეს და გადამალეს.

ანუ, რასაც ვერ "აპრავებენ", იმას არარსებულად აცხადებენ.

ამ სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს სწორ გზაზე დგას და სადაც ყველაფერი "ფეიკია".

რეალობაში კი – ოპოზიციაა ჩამოშლილი, და არა საქართველო.

თვითონ არიან "ფეიკი", თვითონ ჩამოყალიბდნენ  "ფოტოშოპის პოლიტიკოსებად".

4 ოქტომბერი კი ამ პოლიტიკური ნაგვის, ქართული რეალობიდან გახვეტის დღედ უნდა იქცეს",- წერს ქადაგიძე.

Advertisement