ზურაბ ნოღაიდელი - ლაჩარი სააკაშვილი შენიშვნებს ვერ მომცემს, არ უნდა ეფორთხა, არ არის ეს რუსული პროპაგანდა, ეს ჩემი პროპაგანდაა

ავტორი
Front News საქართველო
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს და ვერც მოღალატეს დამიძახებს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
"სააკაშვილზე არ მათქმევინოთ, რასაც ვფიქრობ. რასაც ვფიქრობ, ვუთხარი სხდომათა დარბაზში. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს ვერ დამიძახებს.
არ უნდა ეფორთხა, არ არის ეს რუსული პროპაგანდა, ეს ჩემი პროპაგანდაა, დაიცვა არა ის. არ უნდა იფორთხო. მთავარსარდალი უნდა დაიცვან ოღონდ, ღირსეული მთავარსარდალი. ღირსეული არ იყო. ის 2008-ში აღარ იყო ღირსეული, მანამდეც ბევრი პრობლემა ჰქონდა", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა დალაგდეს.
"აუცილებლად უნდა დალაგდეს. ვისი წყალობითაც დალაგდება, იმის წყალობით დალაგდება. თქვენი აზრი არაა საინტერესო, გგონიათ საზოგადოებას წარმოადგენთ?“ - მიმართა ნოღაიდელმა ჟურნალისტს.
სასამართლო პროცესზე ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ პუტინს რამდენჯერმე შეხვდა.
თაგები:
ზურაბ ნოღაიდელი




