
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო.
საღამოზე ცნობილი კომპოზიტორი გამორჩეული რეპერტუარით წარდგა და ყველასათვის საყვარელი სიმღერები შვილთან ცისანა სეფიაშვილთან ერთად შეასრულა. კონცერტის გამორჩეული ნაწილი იყო სიმღერის "ჩემო ლურჯო ბათუმო“ განახლებული ვერსიის პრემიერა.
ჯემალ სეფიაშვილი უკვე 60 წელია, რაც თავისი შემოქმედებით არაერთ თაობას აერთიანებს. მომავალ წელს კომპოზიტორს 80 წელი უსრულდება. მუსიკალური ტურნე ბათუმიდან დაიწყო და ორგანიზატორების განცხადებით, სხვა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ზურაბ პატარაძე ჯემალ სეფიაშვილს გაესაუბრა და მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, კომპოზიტორის თაყვანისმცემლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თაგები:
ზურაბ პატარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს