
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთში საქართველოს ელჩთან არჩილ კალანდიასთან ერთად, ბურსის პროვინციის გუბერნატორს ეროლ აილდიზს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და იმსჯელეს რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.
"თურქეთი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ორმხრივი ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბურსაში ცხოვრობენ ჩვენებურები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ ტურისტულ პოტენციალზე, ქალაქების დამეგობრებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგშია“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამმხრივი - საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ფორმატის გაძლიერებაც, რაც რეგიონული პარტნიორობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ზურაბ პატარაძემ თურქეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და აღნიშნა, რომ აჭარა მზად არის გააგრძელოს ინტენსიური თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა ბურსის რეგიონთან.
შეხვედრას საქართველოს ელჩი თურქეთში არჩილ კალანდია, გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია ესწრებოდნენ.
თაგები:
ზურაბ პატარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს