
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ეს ეტაპი პირველი დიდი განაცხადია საკუთარ მომავალზე და შესაძლებლობა, საკუთარი ოცნებები და მიზნები რეალობად აქციონ.
"ძვირფასო აბიტურიენტებო! დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეტაპი დადგა - დღე, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან ერთად, თითოეული თქვენგანის შრომის და მონდომების შედეგები უნდა დაიდოს.
სწორედ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლაა თქვენი პირველი დიდი განაცხადი საკუთარ მომავალზე და ასევე, შესაძლებლობა - თქვენი ოცნებები და მიზნები რეალობად აქციოთ. უნიკალურია ის ხედვა, რომელიც მხოლოდ თქვენ თაობას ახასიათებს და ჩვენ ქვეყანას, ჩვენ რეგიონს სწორედ ასეთი ახალი იდეების გენერატორები, თამამი აღმომჩენები და პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალები სჭირდება.
ენდეთ საკუთარ თავს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით, გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ.
გისურვებთ წარმატებას და თქვენი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას” - აღნიშნავს ზურაბ პატარაძე.
თაგები:
ზურაბ პატარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს