
ავტორი
Front News საქართველო
გონიო-აფსაროსის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გალა-კონცერტი - "გონიოს ჰანგები“ გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „გონიოს ჰანგები“ მნიშვნელოვანი კულტურული ინიციატივაა, რომელიც ისტორიულ მემკვიდრეობასა და მუსიკას აერთიანებს, ხელს უწყობს შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას, კულტურული ტურიზმის და კულტურული დიპლომატიის გაძლიერებას; მისივე თქმით,ფესტივალს აქვს პოტენციალი, საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთ სტუმარს უმასპინძლოს.
"ჩვენი მიზანია, გონიო-აფსაროსის ციხეს შევძინოთ ახალი ფუნქციური დატვირთვა და ის კიდევ ერთი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონის აქტიურ, თანამედროვე კულტურულ ცენტრად“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
საღამოს განმავლობაში შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები და არიები ქართული ოპერებიდან, საკონცერტო პროგრამა წარადგინეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, კაპელამ, ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმი“ და სხვა ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული ახალი მასშტაბური პროექტის ორგანიზებაში ჩართული იყო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
საღამოს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
თაგები:
ზურაბ პატარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს