Logo

Logo

ზურაბ პატარაძე ქობულეთის "ზაფხულის ფესტივალს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

რეგიონები
Frontnews image description

ქობულეთში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიმართა. საფესტივალო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ზღვისა და მთის უნიკალური სინთეზით, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ვიზიტორებისთვის. მისივე თქმით, ზაფხულის ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს, მის მრავალფეროვნებასა და ემოციებს, რასაც  ქალაქი თითოეულ სტუმარს სთავაზობს.

ფესტივალის ფარგლებში ქობულეთის ცენტრალური პარკი საზაფხულო დეკორაციებითა და თემატური ინსტალაციებით გაფორმდა. დღის განმავლობაში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. ზღვის სანაპიროზე კი ფრანების შოუ მოეწყო. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები უზრუნველყოფდნენ. საღამო „გუფი ლენდისა“ და DJ GURI DE SAL-ის გამოსვლით დასრულდა.

"ზაფხულის ფესტივალი" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

 ფესტივალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის სამინისტროების ხელმძღვანელები, ასევე, რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების მერები და წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები შეუერთდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები