
ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი ექიმმა ზურაბ ფაღავამ დატოვა. მან მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი კარდიოლოგმა განაცხადა, რომ კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შესახებ.
ზურაბ ფაღავას განცხადებით, საბოლოო დასკვნაში, რომელსაც კონსილიუმის ყველა წევრის ხელმოწერა აქვს, წერია, რომ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ამ სტანდარტებს კი ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს.
“იუსტიციის მინისტრს შევხვდი მე მხოლოდ ერთხელ. ჩვენ მათ ავუხსენით რას გულისხმობს პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაცია და მათმა ჩაინიშნეს, რომ შეარჩიონ კლინიკა. ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში”,- განაცხადა ზურაბ ფაღავამ “მთავარ არხთან”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 25 დღეა, შიმშილობს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს