
ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის არჩევნებით უნდა გასამართლდეს კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და აბსოლუტურად განეიტრალდეს ლიბერალური ფაშიზმი, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, “ნაცმოძრაობა” თავად მიექანება საარჩევნო ფიასკოსკენ და შემდეგ არჩევნებზე, შესაძლოა, 30-35 მანდატი მიიღონ.
“100%! ამიტომაცაა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელოვნურად გადახალისება, გადაჯგუფება ხდება გარე აქტორების მხრიდან, რადგან ადგილობრივ აგენტურას არც განახლების საშუალება და არც ინტელექტუალური რესურსი ჰყოფნის, რომ ფსევდო-მანევრი მაინც მოახდინოს და 2024 წლის არჩევნებისთვის ფასადურად მაინც წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე.
ამიტომ დაუნიშნეს “ლელოს” „ნაცმოძრაობის“ უცხოელი მრჩეველი და ამავე ლოგიკით ამზადებენ, ე.წ “მესამე ძალად” მელია-გვარამია-ლომჯარია-ლელო-გახარიას ტანდემს, რომელსაც დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილს დაასვამენ თავზე, თითქოს და ახალი პოლიტიკური ცენტრი იქნება, რომელიც ბარიერს გადალახავს და მესამე ძალად ჩამოყალიბდება.
სამწუხაროდ, გარე აქტორები ისევ იმ ალოგიკურ გზას ადგანან, სადაც ქართველი ხალხის გონსა და რაციონალიზმს ვერ აფასებენ და ხელოვნურად “ტენიან” კვაზი-ოპოზიციას საზოგადოებას…
საბედნიეროდ, დღეს 2024 წელია და განსხვავებით 2003 წლისა, ქართულ საზოგადოებას შეცდომაში ვეღარავინ შეიყვანს.
2024 წლის არჩევნებით უნდა გასამართლდეს კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და აბსოლუტურად განეიტრალდეს ლიბერალური ფაშიზმი!” – წერს ქადაგიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს