Logo

ზურაბ ქადაგიძე – ასეთი დონის ნაძირალებს და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ

პოლიტიკა
1001
Frontnews image description

“ხალხის ძალის“ წევრის ზურაბ ქადაგიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებს და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ.

“9 წელი მიესაჯა სააკაშვილს.

მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებს და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ.

ასე რომ, მთელი ამისი საგვარეულო მადლობას უნდა უხდიდეს “ქართულ ოცნებას”, 2012 წლამდელი შეკრებითობის პრინციპით, რომ არ მიესაჯა.

ხოლო მსჯავრის მოხდის ადგილი, გაუმართლებელი და აბსოლუტურად უსამართლო. გადაათრიეთ იქ, სადაც სამართლიანად ეკუთვნის”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები