
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ორი დღეა, ხბოს აღტკინებით გაჰკივიან ნაცების სამარცხვინო ტელევიზიები, აქაოდა ბიძინა ივანიშვილზე უცხოურ მედიაში კრიტიკული სტატია დაიწერაო. გაჰკივიან, მაგრამ არაფერს ამბობენ სტატიის ავტორზე. ჰოდა რადგან თქვენ სიმართლის თქმა არ გსურთ საზოგადოებისთვის, ახლა მე მომისმინეთ. აი მაგ შეკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა. ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელებაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ნაცებო და ნაც ტელევიზიებო, სირცხვილი და სინდისი რომ არ გაქვთ და მუდამ რუსულ საქმეს ემსახურებოდით და ემსახურებით, ეგ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნეთ სახე და სტატია მაინც დაუკვეთეთ ისეთ ადამიანს, ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მაძაგებელი რომ არ იყოს!„ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FKADAGIDZEZURA%2Fposts%2F5098288196849292&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”819″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს