
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ, რომ არ აყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა. მოლდოვამ მიიღო სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა სანქციების დაწესებაზე,რაზეც პირდაპირი მუქარა მიიღო – წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოლდოვას ღიად ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება.
მისი თქმით, რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა,რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.
“ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ,რომ საქართველოს უწევს დანის პირზე სიარული…რუსეთი მოლდოვას პირდაპირ ემუქრება და რაც უკრაინაში ჩაიდინა იგივეს გაიმეორებს… ვინმე შეუშლის ხელს?ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა…მოლდოვამ მიიღო სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა სანქციების დაწესებაზე,რაზეც პირდაპირი მუქარა მიიღო…
რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს