
ავტორი
Front News საქართველო
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, ზურაბიშვილის ამ განცხადებებით, საზოგადოებას უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება და როგორც ძველი, ისე ახალი ფორმაციის “ნაცმოძრაობას” ნაგავსაყრელზე გაისტუმრებს.
“აჰაა, გავიდა გაღმა, ვივამედში და დააჯდა სააკაშვილის “ნარატივს”… მოკლედ, ორი წარმომადგენელი ჰყავს მიშას, ერთი – სოფო ჯაფარიძე და მეორე, სალომე ზურაბიშვილი. განსხვავება მხოლოდ ასაკშია, ერთი დამწყები და მეორე ხანდაზმული თითლიბაზია… კარგია, რაც მეტ სიგიჟეს ჩაიდენთ და იტყვით, უფრო მარტივი გახდება არჩევანის გაკეთება. მიდი სალომე, ეგრე გააგრძელე და ქართული საზოგადოება წლის ბოლოს, ერთად შეყრილ ძველ და ახალი ფორმაციის “ნაცმოძრაობას”, უმტკივნეულოდ გაგისტუმრებთ ნაგავსაყრელზე!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს