
ავტორი
Front News საქართველო
მელიას და ხაბეიშვილის ფონზე იქნებ სადმე “პანელზე” მეც მივიქციო ყურადღებაო და გამონათდა. მიდი ანდრო, ეგრე გააგრძელე და ხელისუფლებაში თუ არა, სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგედ დაგაბრუნებენ…, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერის ანდრო ბარნოვის facebook სტატუსს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ეს „ნაძირალები“ ზუსტად ასეთი სიების კეთებისა და ძალადობის გამო გაისტუმრა ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიან.
“მოკლედ, შავი სიები გამზადებული აქვთ… როგორც ღორი… ჭამას ვერ მოიშლის, ისე „ნაცები“ მოძალადე ბუნებას ვერ დათმობენ. ეს ბაჯაღლო ბარნოვი აქამდე სად იყო? ალბათ, დაინახა მელიასა და ხაბეიშვილის ფონზე იქნებ სადმე „პანელზე“ მეც მივიქციო ყურადღებაო და გამონათდა…
ისე, წარმოიდგინეთ ეს ნაძირალები, ზუსტად ასეთი სიების კეთებისა და ძალადობის გამო გაისტუმრა ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიან. კვლავ საკუთარ მანიაკურ სურვილებთან არიან დარჩენილები…
P.S.მიდი ანდრო, შენ ეგრე გააგრძელე და ხელისუფლებაში თუ არა, სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგედ დაგაბრუნებენ…“, – წერს ქადაგიძე facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს