
ავტორი
Front News საქართველო
“ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მორიგ აღიარებას უწოდებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, არ მიუღიათ პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით“.
“ეს არის მორიგი აღიარება იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ – გარკვეული ძალები დაჟინებით ითხოვენ და ცდილობენ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველო დაფიქსირდეს როგორც მხარე, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას და ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას!“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს