
ავტორი
Front News საქართველო
“უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე ფიქრობდეს, იცლის და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული“- ასე ეხმაურება “ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს.
“ჯერ იყო და ირაკლი კობახიძეს თავს დაესხნენ ქართველი რადიკალი გიენები, მაგრამ ნახეს რა, რომ არაფერი გამოუვიდათ, დასახმარებლად უკრაინელ უსამშობლოებს უხმეს.
“ამერიკის ხმის” და პოდოლიაკის “გასაუბრება” არაფერია, თუ არა სიყალბის და ტყუილების ტირაჟირება. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს.
ცალკე უბედურებაა, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე ფიქრობდეს და დარდობდეს, საკუთარ ხალზე ზრუნვაში ათენებდეს და აღამებდეს, იცლის და სიცრუის ტირაჟირებით და ჟურნალისტებთან პოზირებით არის დაკავებული.
ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გაგცემთ პასუხს უკრაინელი ხალხი, ჯერ სად ხართ…“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს