
ავტორი
Front News საქართველო
“ცოტა პარადოქსი ხომ არ არის, რომ ევროპის სასამართლოს მიერ, აღიარებულ დამნაშავე პრეზიდენტყოფილის გათავისუფლებას, ითხოვდე ევროპარლამენტის დეპუტაცია?’ ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას.
როგორც ქადაგიძე წერს, ზუსტად ეგ აზიანებს საზოგადოებაში ევროპულ ღირებულებებს და ბუნდოვან განცდას უქმნის მოსახლეობას ის დამოკიდებულება, რომ მიუხედავად მართლმსაჯულების შეუვალობისა მაინც არსებობენ პრივილეგირებული მოქალაქეები პოლიტიკური ნიშნით.
“მოკლედ, როგორ დაკარგა სახე “epp”-იმ…მიშას შესანიშნავი დემოკრატიის დროს, ნეტა რა განცხადებებს აკეთებდნენ ტელევიზიების დარბევისას, ან პატიმრების წამების ნახვისას?
თუ შინაურობაში და ნაც-მოძრაობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი არ ითვალისწინებდა კრიტიკას?!ისე ცოტა პარადოქსი ხომ არ არის, რომ ევროპის სასამართლოს მიერ, აღიარებულ დამნაშავე პრეზიდენტყოფილის გათავისუფლებას, ითხოვდე ევროპარლამენტის დეპუტაცია? ზუსტად ეგ აზიანებს საზოგადოებაში ევროპულ ღირებულებებს და ბუნდოვან განცდას უქმნის მოსახლეობას ის დამოკიდებულება, რომ მიუხედავად მართლმსაჯულების შეუვალობისა მაინც არსებობენ პრივილეგირებული მოქალაქეები პოლიტიკური ნიშნით…
ჰო და ვისთვისაც დასავლური ფასეულობები დამნაშავე სააკაშვილზე და თაღლით გვარამიაზე გადის, კუბილიუს ებარებოდეთ’’, – წერს facebook – ზე ზურაბ ქადაგიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს