
ავტორი
Front News საქართველო
26 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიას, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებას” ფორუმზე მხოლოდ ქართველი ხალხის გამო იწვევენ.
“არანაირი ილუზია “ქართული ოცნების” შესახებ არ აქვთ, მაგრამ საქართველოს მთავრობას თუ კიდევ რაიმე ფორუმზე იწვევენ, იწვევენ ერთადერთი ნიშნით – ბოლომდე არ ჩაწყდეს კავშირები ქართველ ხალხთან, რადგან 26 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიას”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ნატოს საიუბილეო სამიტში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 10 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს