
ავტორი
Front News საქართველო
ეუთო/ოდირის დასკვნამ რუსულ კანონზე კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ უნდა იყოს ეს კანონი საქართველოში შემოღებული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
“ეუთო/ოდირის დასკვნამ რუსულ კანონზე კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ უნდა იყოს ეს კანონი საქართველოში შემოღებული და რომ ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვა.
ამიტომ ცხადზე უცხადესია, რომ დღეს, როცა სამწუხაროდ, რუსულმა რეჟიმმა ეს რუსული კანონი მიიღო, მთავარი აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში ივანიშვილის რუსული რეჟიმი დასრულდეს. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ საქართველომ გააგრძელოს გზა ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცხოვრონ დაცულ და მაღალი კეთილდღეობის საზოგადოებაში“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს