Logo

ზურაბ ჭიაბერაშვილი – მთელი მსოფლიო დგას ჩვენს გვერდით

პოლიტიკა
1545
Frontnews image description

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და აი, ამ დაპირისპირებაში გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის მხარეს, მთელი მსოფლიო დგას ჩვენს გვერდით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა

 

“ვიზიტიც ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ, ქართველი ხალხი მიატოვონ იმ ძალიან მნიშვნელოვან  ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და აი, ამ დაპირისპირებაში გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის მხარეს, იქიდან გამომდინარე, რომ  მთელი მსოფლიო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

ოპოზიციური პარტიების წევრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელის ხვდებიან, რომელიც საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები