
ავტორი
Front News საქართველო
თუ “ქართული ოცნება” უზურპაციას გააგრძელებს ოქტომბრის შემდეგაც, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიხურება საქართველოს ევროპული პერსპექტივა საკმაოდ დიდი ხნით, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველას მხრიდან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ დაიხუროს.
“ჩვენი ამოცანაა, რომ მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს მოქმედი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, არ დაზარალდეს თვითონ ქართველი ხალხი.
პირველად არის, რომ ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავის დღის წესრიგში ჩართეს საქართველოს საკითხი.
თუ “ქართული ოცნება” უზურპაციას გააგრძელებს ოქტომბრის შემდეგაც, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიხურება საქართველოს ევროპული პერსპექტივა საკმაოდ დიდი ხნით, ამიტომ, ყველას გვმართებს ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ ეს არ მოხდეს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს