Logo

ზურაბ ჭიაბერაშვილი – რაც სენატში მოსმენაზე ითქვა, არის საყურადღებო

პოლიტიკა
981
Frontnews image description

რაც სენატში მოსმენაზე ითქვა, არის საყურადღებო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოსმენას იმ არჩევანის ჩამოყალიბებაში, რაც საქართველოს ელოდება 26 ოქტომბერს, – მის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” გახდა წინაღობა ქართველი ხალხისთვის, რომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და მიიღოს მათ შორის 14 მილიარდიანი მხარდაჭერა.

“რაც სენატში მოსმენაზე ითქვა, არის საყურადღებო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოსმენას იმ არჩევანის ჩამოყალიბებაში, რაც საქართველოს ელოდება 26 ოქტომბერს. ერთ მხარეს კეთილდღეობა ევროპაში და მეორე მხარეს არის “ქართული ოცნების” იზოლაცია სიღატაკეში. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ქართველმა ხალხმა სენატში მოისმინა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ქართული ოცნება”  გახდა ბარიერი, წინაღობა ქართველი ხალხისთვის, რომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და მიიღოს მათ შორის 14 მილიარდიანი მხარდაჭერა, ზუსტად ამას გულისხმობდა ამერიკელი სენატორი, როდესაც ამბობდა, რომ ქართველმა ხალხმა “ქართული ოცნება”  უნდა ჩამოაცილოს ძალაუფლებას და ქართველი ხალხისთვის გაიხსნება უზარმაზარი შესაძლებლობა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნება”  ხელიდან უშვებს იმ უზარმაზარ დახმარებას, მათ შორის 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც შეიძლება საქართველოსკენ წამოვიდეს. “ქართული ოცნების”  მიზანია, თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გაღარიბდეს და გაიქცეს აქედან. სამწუხაროდ, ქვეყანა იცლება და თქვენ ამას ხედავთ ყველანი”,  – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გუშინ აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. საქართველოს მხრიდან მომხსენებელი ეკა გიგაური იყო.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები