ზურაბ ჭიაბერაშვილი – რომელიმე პოლიტიკურ ძალას თუ ჰგონია, რომ სააკაშვილი მოკვდება, მერე გაიხსნება სივრცე ახალი პოლიტიკური თაობისთვის, ეს ილუზიაა


ავტორი
Front News საქართველო
რომელიმე პოლიტიკურ ძალას თუ ჰგონია, რომ სააკაშვილი მოკვდება, მერე გაიხსნება სივრცე ახალი პოლიტიკური თაობისთვის, ეს ილუზიაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ფილოსოფოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ცვლილებები სურს, უნდა გამოძებნოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის გზები.
“რომელიმე პოლიტიკურ ძალას თუ ჰგონია, რომ სააკაშვილი თუ მოკვდება, მერე გაიხსნება სივრცე ახალი პოლიტიკური თაობისთვის, ეს ილუზიაა. ის უზარმაზარი, რამდენიმე ასეულ ათასეული ამომრჩეველი, რომელიც სააკაშვილის უკან დგას, ისევე დაიძინებს, როგორც დაიძინა დიდი ხნით ვარდების რევოლუციამდე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ. ამიტომ, ნურავის ჰგონია, რომ სააკაშვილის გარეშე შესაძლებელია ცვლილების მოხდენა.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აშფოთებს რა იქნება ცვლილების შემდეგ, სააკაშვილი ისევ ისეთი იქნება, როგორიც იყო 2010-2011 წლებში, თუ არა. „ნაციონალური მოძრაობას“ ექნება ახლებული ხედვა წარდგენილი, თუ ისევ იმაზე იქნება ლაპარაკი, აი, ჩვენ რამდენი რამე გავაკეთეთ.
ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ცვლილებები ამ ქვეყანაში არ მოხდება, ეს სრული ილუზიაა. მეორეს მხრივ სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების ამოცანა ის უნდა იყოს, რომ რომ მოიძებნოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის მოდუსი“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.


ლევან ალაფიშვილი – თავადვე ყველაზე კარგად იციან, რომ ისევ მკვდრადშობილ კანონს მიიღებენ, ერთ პარტიას თუ აკრძალავენ, ეს ხალხი წავა და სხვადასხვა პარტიებში გაწევრიანდება

პაატა ზაქარეიშვილი – თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი დაიღალა, სახლში წავიდა და ხვალ არ გამოვა, ძალიან ცდება, ეს უფრო საშიში სიტუაციაა

ზურაბ ქადაგიძე – თუ აქამდე პარლამენტზე და მთავრობაზე მიდიოდა ზეწოლა, ეხლა უკვე ცდილობენ სასამართლოც ჩაითრიონ ამ პოლიტიკურ ქაოსში