
ავტორი
Front News საქართველო
რუსული ძალადობრივი რეჟიმის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან რთულია. დასავლეთში, ჩვენი მეგობრები ქართველი ხალხისგან გადაწყვეტილებას 26 ოქტომბერს ელოდებიან, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი უნდა წავიდეს იმისათვის, რომ საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზა გააგრძელოს.
“რუსული ძალადობრივი რეჟიმის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან რთულია. მათ ყველა შემობრუნების წერტილი გაიარეს და აღარანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რას წარმოადგენს “ქართული ოცნება”, ეს რუსული ძალადობრივი რეჟიმი, არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მცდელობა ბიძინა ივანიშვილისა. დასავლეთთან, საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით ივაჭროს, იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ახლა დასავლეთში, ჩვენი მეგობრები ქართველი ხალხისგან გადაწყვეტილებას 26 ოქტომბერს ელოდებიან და ეს გადაწყვეტილება არის შემდეგი, რომ რეჟიმი უნდა წავიდეს, ივანიშვილი უნდა წავიდეს იმისათვის, რომ საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზა გააგრძელოს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს