
ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ივანიშვილი არ არის სანქციების ქვეშ, ეს მისთვის არანაირი შეღავათი არ არის, – ამის შესახებ ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დიპლომატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციებზე უფრო ეფექტური შეიძლება, იყოს სანქციების დაწესების შიში.
“სანქციებზე უფრო ეფექტური შეიძლება იყოს სანქციების დაწესების შიში. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ივანიშვილი არ არის სანქციების ქვეშ, ეს მისთვის არანაირი შეღავათი არ არის. ეს რომ მან იცის, ჩანს იმ ისტერიკიდან, რასაც ჩვენ ვხედავდით გაზაფხულიდან მოყოლებული, დამთავრებული რაღაც ახალი პარტიის შექმნით, რომელიც თითქოს გამოეყო „ქართულ ოცნებას“. ეს ისტერიკა ერთადერთ რამესთან იყო კავშირში – “დამელაპარაკეთ“. ივანიშვილი აღმოჩნდა გაურკვევლობაში და დღეს უკრაინისგან მან მიიღო ძალიან ღია პასუხი“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, შიში უკვე დაეტყო “ქართული ოცნების” “სახეებს“. “სანქციები შიში დაეტყო არამარტო ივანიშვილს, არამედ ქვედა რგოლს. სანქციების შიში ივანიშვილის უძლეველობის მითს ანგრევს. დღეს „ქართულ ოცნებაში“ ბევრს უკვე ისე ეშინია, რომ ხვდება, ცუდად არ უნდა შეეჩხიროს თვალში ვინმეს. ივანიშვილის უძლეველობის მითი ეყრდნობოდა რუსეთის უძლეველობის მითს და ეს დაუნგრიეს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს