
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პუტინისტურმა რეჟიმმა საქართველოში რუსების შემოშვებით შექმნა პლაცდარმი პუტინისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროპის საბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ომს იწვევს ოკუპანტთან კაპიტულანტური დამოკიდებულება.
“ომს იწვევს სწორედ ასეთ პოზიცია, როცა პრაქტიკულად მოწვევას უკეთებ პუტინს, მოდი და გაიჯეჯილე აქაც. ანუ, ახლა რაც ხდება, ფაქტობრივად საქართველოს რუსიფიკაციაა, რაც ჩვენს საზოგადოებას მნიშვნელოვნად აღელვებს. დღეს რა კონცეფციაც გამოაქვეყნეს რუსეთში, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ყველგან დავიცავთ, საქართველოს პუტინისტურმა რეჟიმმა საქართველოში რუსების შემოშვებით შექმნა პლაცდარმი პუტინისთვის, რომ ახლა კიდევ ერთხელ დაგვემუქროს და ეს შიში გააძლიეროს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს