
ავტორი
Front News საქართველო
სხვა კონფიგურაციითაც რომ გავიდეს ოპოზიცია, ჯამურად მაინც უგებს “ქართულ ოცნებას”, ეს ნამდვილად ასეა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია ყოველთვის იყო და დღემდე არის ერთიანობა. ერთიანობა მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტით, ჩვენ ვუპირისპირდებით ძალიან დიდ მონსტრს, აქედან გამომდინარე, საერთო ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ ერთიანი სია გადის პირველ ადგილზე და ძალიან დიდი მოტივატორია ეს ჩვენი ბევრი მოქალაქისთვის. სხვა კონფიგურაციითაც რომ გავიდეს ოპოზიცია, ჯამურად მაინც უგებს “ქართულ ოცნებას”, ეს ნამდვილად ასეა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე არგუმენტის გამო, ერთიანობის მომხრე იყო და ჩვენ ამას საქმითაც დავამტკიცებთ. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც “სტრატეგია აღმაშენებელთან” შევკარით კოალიცია, მაგრამ დღესაც და არჩევნებამდე დარჩენილ დროშიც ნახავთ, რამდენად გაფართოვდება “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს