Logo

ზურაბ ჭიაბერაშვილი – თუ ვინმეს აწყობს დაპირისპირება და არეულობა, ეს მხოლოდ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილია

პოლიტიკა
415
Frontnews image description

თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილია, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ.

“თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ “ქართული ოცნება”  და ბიძინა ივანიშვილია. ისინი თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ.  ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან და ჩიხიდან და გავაგრძელოთ გზა ევროკავშირის წევრობისაკენ. არამხოლოდ წევრობა, რომელიც აუცილებლად იქნება, არამედ წევრობის გზაზე სიარულიც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს ძალიან დიდ სარგებელს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები