ზურაბ ცეცხლაძე – ჩვენი თხოვნა იყო, მიეღოთ მონაწილეობა სასამართლო პროცესებში და აქტიური მონიტორინგი ეწარმოებინათ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი თხოვნა იყო, რომ მიეღოთ მონაწილეობა სასამართლო პროცესებში და აქტიური მონიტორინგი ეწარმოებინათ, – ამის შესახებ დაკავებული აქტივისტის ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ელჩებმა განუცხადეს მათ, რომ ყველაფერს აკეთებენ დაკავებული აქტივისტებისთვის.
“ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელზეც ხელისუფლებას პროპაგანდა აქვს აგებული, ელჩებს ვუთხარით, რომ ეუთომაც მკაფიოდ თქვას, რა დაწერა და განუმარტოს, რომ ეს ახალი არჩევნების დანიშვნას გულისხმობდა და რომ სამართლიანი არჩევნები არ იყო.
ამავდროულად, ჩვენი თხოვნა იყო, რომ მიეღოთ მონაწილეობა სასამართლო პროცესებში და აქტიური მონიტორინგი ეწარმოებინათ. მათი დაპირება იყო ასეთი, რომ ყველაფერს აკეთებენ და რომ ამ ქვეყნის მეგობრები არიან”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
დაკავებული აქტივისტების ოჯახები ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრის თემა მიმდინარე პროცესები და დაკავებულების საქმეები იყო.
თაგები:
ზურაბ ცეცხლაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს