ზურაბ ცეცხლაძე – განსაკუთრებული დღეა პარასკევი, რომელიც კონკრეტულად ეძღვნება პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობას


ავტორი
Front News საქართველო
გადაწყვეტილია, რომ მარში ყოველ პარასკევს ჩავატაროთ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობასთან, – ამის შესახებ დაკავებული აქტივისტის ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარასკევის აქციები კონკრეტულად ეძღვნება პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობას.
“გადაწყვეტილია, რომ მოცემული მარში, ყოველ პარასკევს ჩავატაროთ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გვაქვს აქციები და პროტესტი, მაგრამ განსაკუთრებული დღეა პარასკევი, რომელიც კონკრეტულად ეძღვნება პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობას და მათი გათავისუფლების მოთხოვნას”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
19:00 საათზე დაკავებული აქტივისტების სოლიდარობის მარში გაიმართება. თავდაპირველად საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველზე გაემართებიან.
თაგები:
ზურაბ ცეცხლაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს