ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ავტორი
Front News საქართველო
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა.
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მარიამ კობიაშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მარიამ კობიაშვილი, ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე დასაქმებული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.
თაგები:
ჟვანიას სახელობის სკოლა




