“ზუსტად ის რესურსი სჭირდება გადატრიალებას, რაც არჩევნების მოგებას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ”


ავტორი
Front News საქართველო
ზუსტად ის რესურსი სჭირდება გადატრიალებას, რაც არჩევნების მოგებას. ეს არის ხალხის მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ. ასეთ ვითარებაში ისინი ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც გადატრილებას მოაწყობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან ისაუბრა, თუ არსებობს რისკი გაზაფხულზე პოლიტიკური პროცესები საზოგადოებამ ქუჩაში იხილოს და ეს იყოს „ლეგიტიმური რევოლუცია“. კობახიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები გადატრიალებაზე მუდმივად საუბრობენ.
„ეს პოლიტიკური ძალები გადატრიალებაზე მუდმივად ფიქრობენ, რასაც „ლეგიტიმური რევოლუციის“ ტერმინით ნიღბავენ. სინამდვილეში ეს არის ფიქრი ხელისუფლების სახელმწიფო გადატრიალებაზე, რისი მცდელობაც მათ 2019 წელს ჰქონდათ, თუმცა ეს წარუმატებელი იყო და ასეთი წარუმატებელი იქნება ნებისმიერი მათი მცდელობა, რომელიც დაკავშირებულია გადატრიალების რადიკალურ სცენართან. ასეთი მცდელობები განწირული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და სახელმწიფო ნებისმიერ ასეთ მცდელობას დაუპირისპირებს სწორედ რომ ლეგიტიმურ პასუხს. ჩვენ ამისთვის ყველანაირი რესურსი გვაქვს.
რაც შეეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათი რეიტინგები მეტყველებს და არავითარი რესურსი არ აქვთ, ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნდნენ.
ზუსტად ის რესურსი სჭირდება გადატრიალებას, რაც არჩევნების მოგებას. ეს არის ხალხის მხარდაჭრა, რაც მათ არ აქვთ. ასეთ ვითარებაში ისინი ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც გადატრილებას მოაწყობენ. შესაბამისად, ბოკერიას, სააკაშვილისა და გვარამიას ასეთი განცხადებები ღიმილისმომგვრელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
